ქართველი ადვოკატებისთვის სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტებთან ონლაინ ტრენინგი გაიმართა

30 მარტი 2017

30 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან (სტრასბურგი–თბილისი) ტელეხიდის მეშვეობით  ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნერგავს ტრადიციას და უკვე მესამედ ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს   ონლაინ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა.

სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს  შესთავაზეს ორსაათიანი  სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილეს ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი